შსს-მ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ბ.ს. და 1977 წელს დაბადებული გ.ფ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ჯამში 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“ ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად