შსს-მ ფალავანდიშვილი, მორგოშია და ამისულაშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა

სამივე პირი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტნის გურამ კაშიას წინააღმდეგ საპროტესტი აქციის გამართვას აპირებდნენ იმის გამო, რომ მან სოლიდარობა ლგბტ თემს გამოუცხადა და ჰოლანდიის ერედივიზიონის ერთ-ერთ ტურში სამკლაურის გაკეთებით გამოუცხადა.  

როგორც "აიპრესთან" შსს-ში განმარტავენ, გურამ ფალავანდიშვილი, კოტე მორგოშია დ ამირან ამისულაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება, უეფას ახალი ტურნირის „ერთა ლიგის“ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, 30 აგვისტოს მონაკოში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, გურამ კაშია სპეციალური პრიზით – EqualGame Award-ის პრიზით დააჯილდოვა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ჩაიბარა.
უეფამ, თანასწორობის ჯილდოს ჯერ-ჯერობით პირველ და ერთადერთ გამარჯვებულად გურამ კაშია 22 აგვისტოს დაასახელა. ვინაიდან, ფეხბურთელმა ამერიკიდან მონაკოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მისთვის განკუთვნილი ჯილდო, ლევან კობიაშვილს გადასცეს.

გალაცერემონიალზე, დამსწრე საზოგადოებას გურამ კაშიას ვიდეომიმართვაც აჩვენეს, რომელმაც მადლობა გადაუხადა უეფას პრეზიდენტს, ალექსანდრ ჩეფერინს და განაცხადა, რომ ფეხბურთი მისთვის ყველაფერია, ეს ჯილდო კი მისთვის, მისი ოჯახისა და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად