შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ფონიჭალაში ორი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. ნარკოლოგიური შემოწმებით ერთ-ერთ მათგანს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...