შსს-მ ნიკა მელიას განჩინება ნაცმოძრაობის ოფისში მიუტანა, მაგრამ შენობაში არ შეუშვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩნება, შინაგან საქმეთა სამინსტროს წარმომადგენლება ნაცმოძრაობის ოფისში მიუტანეს ნიკა მელიას, თუმცა შენობაში ვერ შევიდნენ, კარები დაკეტილი დახვდათ. რის შემდეგ დატოვეს ტერიტორია.

მოუხედავდ იმისა, რომ პოლიციელებს ნიკა მელიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა თხოვა მისთვის გადაეცათ განჩინება, უარი განაცხადეს. მათი თქმით, განჩინება პირადად ნიკა მელიას უნდა გადაეცეს.

პოლიციის წარმომადგენლები “ნაცმოძრაობის” შენობაში არ შეუშვეს და დატოვეს ტერიტორია.

შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა რომ, სასამართლოს განჩნების აღსრულება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებით მოხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...