შსს-მ „ნაცმოძრაობის“ ოფისთან 21 პირი დააკავა, მათ შორისაა გია ბარამიძე

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს “ნაცმოძრაობის” ოფისთან სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა ფაქტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით პოლიციამ 21 პირი დააკავა.

მათ შორისაა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე.

შეგახსნებთ, დღე დილით პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შსს-ს სპეცრაზმი შევიდა და ოთახი, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები ჟურნალისტებთან იმყოფებოდნენ, შტურმით აიღეს.

ნაცმოძრაობის პარტიის ოფისის მე-3 სართულზე სპეცრაზმმა სავარაუდოდ წიწაკის გაზი გაუშვა, რის შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად და მელია დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად