შსს-მ N17 და N18 საარჩევნო უბნებთა მომხდარ მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისში №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური დროს მომხდარ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულმა დანაყოფემა გამოძიება დაიწყეს.

შსს-ს ინფორმაციით გამოძირბა დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე:
“1. ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N37ა-ში არსებულ ჭადრაკის სასახლეში მდებარე N17 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თამარ მეტონიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით;

2. ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ანა ბარამიძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა
მუხლით;

აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით აწარმოებს რამდენიმე ფაქტის შესწავლას. დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება”, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...