შსს-მ “კარფურის” საქმეზე გამოძიება კომპიუტერული დანაშაულის მუხლით დაიწყო

როგორც სააგენტო „აიპრესს“ შსს-ში განუცხადეს, „კარფურის“ ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმის გამო გამოძიება სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მუხლი 284. კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა:
1. კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან, ესე იგი მანქანამატარებელზე, ელექტროგამომთვლელ მანქანაზე (ეგმ-ზე), ეგმ-ის სისტემაში ან მათ ქსელში ასახულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა, რამაც ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან მოპოვება ანდა ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის მოშლა გამოიწვია, ასევე მობილური მოწყობილობის
საერთაშორისო იდენტიფიკატორის შეცვლა“

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

შეგახსენებთ, რომ  ჰიპერმარკერტ „კარფურის“ საიტზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამ წუთებისთვის ვებგვერდი გათიშულია. ჰაკერული თავდასხმის ტექსტი ასეთი იყო:

„ჩვენ ვართ მუსლიმები! ყურანი არის ჩვენი წიგნი! ჩვენ გვჯერა ღმერთის! ჩვენ ვმუშაობთ ღმერთისთვის! ჯოჯოხეთამდეც გზა გქონია შარლი ებდო! ისლამი არის და ყოველთვის იქნება დომინანტი !!! ისლამი არის სიმართლე !!! ამიტომაც არის ისლამი ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგია !!! ასეთია ის გზავნილები, რომელიც "კარფურის"  საიტზე დაიდო.

როგორც "აიპრესს" "კარფურის" მარკეტინგის სამსახურის წარმოამდგენელმა სოფო აზარაშვილმა განუცხადა, საიტზე ნამდვილად განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...