შსს-მ ჰაკერულ ფორუმზე საქართველოს ამომრჩეველთა სიის გამოქვეყნების საკითხის შესწავლა დაიწყო

2 დღის წინ ჰაკერულ ფორუმზე საქართველოს ამომრჩეველთა სია გამოქვეყნდა, სიაში 4.9 მილიონზე მეტი ადამიანია შეყვანილი, სადაც გარდაცვლილებიც არიან. ამასთან დაკაავშირებით “აიპრესი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც “აიპრესს” უწყებაში განუცხადეს: „ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, – განაცხადეს შსს-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად