შსს-მ გურამიშვილის გამზირზე აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“, – აცხადებენ შსს-ში.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, არიან დაშავებულები.

პირველადი ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად