შსს-მ გურამ კაშიას საქმეზე კოტე მორგოშია დაკითხვაზე დაიბარა და შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს

შსს-მ გურამ კაშიას საქმეზე, უფრო ზუსტად კი მის მიმართ გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებსა და ფეისბუქ-სტატუსებზე კოტე მორგოშია დაკითხვაზე დაიბარა და შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს.

ამის შესახებ, ამ წუთებში "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ შეურაცხმყოფელი კომენტარების და შეტყობინებების გამო ფეისბუკი გააუქმა. ამის სესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა თავად განაცხადა.

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე მიყვარს ჩვენი კულტურა. მე ნამდვილად რელიგიური ადამიანი ვარ. ეს ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე ვარ ყველაზე ამაყი ადამიანი დედამიწაზე. ჩემს გულშემატკივარს, ვინც მხარში მიდგახართ, ბოდიში და ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. მიყვარხართ,” – წერს გურამ კაშია.

ამ განცხადების გაკეთებამდე სამი დღით ადრე, "აიპრესმა" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა გურამ კაშიასთან, სადაც კითხვაზე, ურირდა თუ არა მას ეს გადაწყვეტილება ამდენი ნეგატივის სანაცვლოდ, განაცხადა:

"ღირდა/არ ღირდაზე არ არის. მე რისთვისაც ვიბრძვი, ეს არის თანასწორობა ყველა ადამიანისთვის. ამისთვის ყველაფერი ღირს. ეს იგივე თავისუფლებაა. ამის ფასი არ არსებობს. ღირს, არ ღირს – არ არსებობს. მხოლოდ ღირს ამისთვის ბრძოლა. ამისთვის ყველაფერი ღირს. მე ნეგატივს არაფერს ვიტოვებ ჩემში. პოზიტიური გამოხმაურება ძალიან ბევრი იყო და ეს მაძლიერებს. ნეგატიურ კომენტარებსა და ხალხის აზრებს კი ვისმენ, მაგრამ არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ჩემზე. იმიტომ, რომ ვიცი – მართალი ვარ, სწორ საქმეს ვაკეთებ და ეს სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო." -განაცხადა გურამ კაშიამ "აიპრესთან".

შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია.

აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცევა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამს გადაეცემა 30 აგვისტოს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად