შსს-მ გიგი უგულავა თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმა

“ნაცმოძრაობის” ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით 2000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ “აიპრესს” შსს-ში დაუდასტურეს

გიგი უგულავა რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს აქციაზე სიტყვით გამოვიდა, რასაც საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა.

“მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა
წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ “გამოჭერა” აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი
და ბოლოს აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას” – დაწერა გიგი უგულავამ.

მოგვიანებით კი სოცილური ქსელი მომხამრებემა, ირაკლი როგავამ გიგი უგულავას წერლზე კომენტარი დაწერა: “იდილიას დავარღვევ, მაგრამ მაინც ვიტყვი. თქვენ გევალებოდათ 12-14 დღიანი იზოლაცია და ეს უნდა დაგეცვათ. შეგეძლოთ ვიდეო ჩანაწერის გაგზავნა”.

 რასაც ნაცმოძროაბის ფოთის მერობის კანდიდატმა ასე უპასუხა:

“Irakli Rogava აქვე განგიმარტავთ, პირველი, რომ ჩემთვის, როგორც პაციენტისთვის,ამ რეგულაციის შესახებ არავის უცნობებია და მე არ ვარ მოვალე თავად ვიცოდე. მეორე, 10-12 დღე აღებულია აცრილზეც და აუცრელზეც რაც უტვინობაა. მესამე რეგულაციების მიხედვით ავადმყოფობის დასრულებისთვის არაა საჭირო ტესტი, ითვლება რომ თავისით გავა და სახელმწიფო აღარ ხარჯავს ფულს დამატებით ტესტზე და არც პაციენტს ავალდებულებს. მე ტესტი გავიკეთე და უარყოფითი მაქვს, შესაბამისად ყველა რეგულაციის თავზეც გავიარე თუ ტესტი მეუბნება უარყოფითს. (ვარ აცრილი და აღარ მაქვს სიმპტომები). მე საფრთხე არავისთვის შემიქმნია. ესაა ჩემთვის მთავარი. დანარჩენი კონიუნქტურა, პოლიტიკური ღვარძლი ან ტლუდ და მოუქნელად დაწერილი რეგულაციებია. და თუ ვებრძოდით 9 საათზე ნახირივით სახლში შეყრას, აქაც ტლანქი მოუქნელი რეგულაციებია. მოვრჩი ამ თემაზე. დანარჩენი თქვენ იცით. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და ოდნავ მეტ ცოდნას და გამბედაობას❤️

 

შეგახსენებთ, საქართველოში  მოქმედი რეგულაციებით, კორონავირუსით ინფიცირებულმა პირმა 12 დღიანი იზოლაციის წესი უნდა დაცვას.

კომენტარები
იტვირთება...