შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით  25 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ბრალდებულმა დუშეთის
რაიონის სოფელ პავლეურში,   1961 წელს დაბადებულ  ნ.გ.-ს,  სავარაუდოდ,
ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი
გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად