შსს-მ დაკარგული ტყუპი ძმები იპოვა

ამის შესახებ შსს-მ "აიპრესს" დაუდასტურა ინფორმაცია.

14 წლის ტყუპი ძმები, ნიკა და ლუკა ცანავები, რომლებსაც ოჯახის წევრები ეძებდნენ, ქობულეთში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკარგული ძმების სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან დაიწყო. როგორც ოჯახის წევრები აცხადებდნენ, ნიკა და ლუკა ცანავები სახლიდან 12 ივლისს გავიდნენ. ბოლოს ისინი ავლაბრის მეტროსთან სამარშუტო ტაქსის მძროლმა ნახა, ამის შემდეგ ტყუპების კვალი დაიკარგა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...