შსს-მ ბათუმში მანქანის დაწვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზაზა გ. მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით ბათუმში დააკავეს,-ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 22 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმში, იმედაშვილის ქუჩის N27-ში გაჩერებულ „ბე ემ ვე“-ს მარკის ავტომობილს ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ავტომანქანა მოქალაქე დავით მანჯავიძის საკუთრებას წარმოადგენს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულსა და დავით მანჯავიძეს შორის ფინანსური დავა არსებობდა. დაზარალებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზაზა გ-ს კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მას წინასწარ შეთანხმებული საფასური არ გადაუხადა, რაც მათ შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ზაზა გ. ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იმავე დღეს დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად