შსს-მ 7 თვეში 22 კილოგრამი “ჰეროინი”, 1 კილო და 900 გრამი “კოკაინი”, 8500 აბი “სუბუტექსი” და 3500 აბი “ექსტაზი” ამოიღო

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჭელიძემ აღნიშნა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 22 კილოგრამი “ჰეროინი”, 1 კილო და 900 გრამი “კოკაინი”, 8500 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 3500 აბზე მეტი “ექსტაზი”, 9 კილოგრამამდე ფსიქოაქტიური ნივთიერება და 950 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 4 პირი დააკავა – მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად