შსს-მ 365 მართლწესრიგის ოფიცერი შეარჩია – რა შედის მათ მოვალეობებში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონკურსის წესით 365 მართლწესრიგის ოფიცერი შეარჩია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის განმარტებით, მართლწესრიგის ოფიცრის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებში შედის არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ოჯახურ კონფლიქტებზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, უკანონო მიგრაციაზე რეაგირება.

მისი თქმით, მართლწესრიგის ოფიცრებს მჭიდრო კომუნიკაცია ექნებათ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და მანდატურებთან.

“მართლწესრიგის ოფიცერი და ეს ინსტიტუტი, შს სამინისტროს სისტემური განალების ფარგლებში ინერგება. ჩვენი მიზანია ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება, მართლწესრიგი და პარალელურად განვახორციელოთ პრევენციულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა.

მართლწესრიგის ოფიცრები ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობას და დანაშაულის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებს განახორციელებენ.

მართლწესრიგის ოფიცრის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებში შედის არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახური კონფლიქტები, ქალთა მიმართ ძალადობა, უკანონო მიგრაცია, სხვადასხვა რისკჯგუფები და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობა. ასევე ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საპოლიციო სერვისების დროული და ეფექტური მიწოდება მოსახლეობის ფართო მასებისთვის.

მართლწესრიგის ოფიცრები მჭიდრო კომუნიკაციაში იქნებიან მუნიციპალიტეტებთან, არსამთავრობო, სამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სხვადასხვა დანაყოფებთან პოლიციის, ასევე მჭიდრო კონტაქტი ექნებათ საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან და მანდატურებთან.

ერთ-ერთი მთავარი ფუქნცა იქნება შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანაშაულის ჩადენაზე პრევენციული საქმიანობის განხორციელება”, – განაცხადა კახა საბანაძემ.

მსგავსი სიახლეები

სამეგრელოში 2 პოლიციელი დაჭრეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შალვა მიმინოშვილი და ბაკურ ჭკადუა…

19 წლის ახალგაზრდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა

 შემთხვევა გუშინ მოხდა, გარდაცვლილი 19 წლის კაცი ქუთაისიდანაა.

შსს-მ ფონიჭალაში 50 გრამი “ჰეროინი” ამოიღო

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-მ ირანის ორი მოქალაქე ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული…

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა

ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომლს ა. ჩ. სამსახურეობრივი მოვალეობის ესრულების დროს ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზე…

პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი განთავსდება

ამის შესახენ ჟურნალისტებთან შსს მინისტრია მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მინდია გოგოჭური იარაღის უკანონო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და შეუტყობინებლობის ფაქტებზე…

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დააკავეს

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და კიდევ 1 პირი დაააკავეს. ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.
კომენტარები
იტვირთება...