შსს-მ 2018 წელს დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავა

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ვ.კ. ცრუ ინფორმაციის
მიწოდების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სამართალდამცველებს 2018 წლის 11
აგვისტოს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი, 1975 წელს დაბადებული ლ.ს.-ს
მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს,
მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
გამოძიება ანგარებით ან პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის ოქტომბერში დაკავებულია 3
პირი. გარდა ამისა, 2019 წელს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და ამ დრომდე
იძებნება 2 პირი” -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად