შსს-მ 20 ივნისის საქმეზე “შეაჩერე კორუფციის” ხელმძღვანელი ვატო გელაშვილი დააკავა

შინაგან საქმეთა მინისტირის მოადგილმ, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ 4 პირი დააკავა.

როგორც გაირკვა, ერთ-ერი დაკვებული “შეაჩერე კორუფციის” ხელმძღვანელი ვატო გელაშვილია.

“შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელმა, ქეთი ენუქიძე გელაშვილის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიმიჩნევს.

“ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება, დაკავება უკავშირება ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობას იმიტომ, რომ ჩვენ, ხელისუფლება უამრავ კორუფციულ გარიგებაში ვამხილეთ და თუ ფიქრობენ, რომ ამით გაგვაჩერებენ, ძალიან ცდებიან,”-განუცხადა “კურიერთან” ქეთი ენუქიძემ.

ბორცვაძის ინფორმაციით, “1979 წელს დაბადებული ვ.  გ. ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცავებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...