შსს ლაშქრობის მოყვარულებს: მოგიწოდებთ ყურადღებისკენ, დაუდევრობამ შესაძლოა, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოგიწოდებთ. თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს.

ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომაც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. ამიტომ, მოგიწოდებთ, იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით.

მხოლოდ ნოემბერში, საქართველოს მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 44 ფაქტი დაფიქსირდა. კახეთში 3, შიდა ქართლში 3, ქვემო ქართლში 9, სამცხე-ჯავახეთში 4, იმერეთში 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, რაჭაში 3, აჭარაში 3, გურიაში 1. ჯამში მათ სალიკვიდაციო სამუშაოებზე 1500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

მსგავს შემთხვევებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს. კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ.”,-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად