შსს კასპში მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლების ვიდეო კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში ერთ-ერთ საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით 27 წლის პირი – 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.

ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი
რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა.

სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმე საათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.
მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და “ი” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში
მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად