შსს: კახეთიდან ამ დრომდე 100-მდე შეტყობინებაა შემოსული

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, კახეთიდან, ამ დრომდე 100-მდე შეტყობინებაა შემოსული. თითოეულ მათგანზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მეხანძრე-მაშველები მყისიერ რეაგირებას ახდენენ. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი მდინარე –  „კაბალი“, „არეში“ და „აფენი“ ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე  სოფლების სახლების ეზოები, სარდაფები, პირველი სართულები და მიწის
ნაკვეთები დატბორა.

მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ კახეთის  სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში  ახორციელებდნენ. ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის, კახეთში ვითარება სტაბილურია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად