შსს: გურჯაანის სასამართლოსთან საპროტესტო აქციის დროს კანონდარღვევა აღკვეთილი იქნება 

ამის შესახებ შსს განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, 20 დეკემბერს დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას, მათ უსაფრთხოებას და მიიღებს მართლწესრიგის დაცვისთვის საჭირო ყველა ზომას.

გურჯაანში, ბრალდებული დავით კირკიტაძის აღკვეთი ღონისძიების სასამართლო განხილის პარალელურად “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპროტესტო აქცია დააანონსა.

შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ხოლო მეორეს მხრივ – აქციის მონაწილეთა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება და თავიდან
იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, ასევე პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და არ შეაფერხონ
მათი ფუნქციონირება. საპროტესტო მსვლელობის და აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დავით კირკიტაძის პროცესის გამო, გურჯაანის სასამართლოში პოლიციაა მობილიზებული

ფოტოს სოციალურ ქსელში თამარ ჯინჭარაძე ავრცელებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად