შსს: ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად 3 ბავშვი დაშავდა, ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ქ.თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის

დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ..სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სტაბილურია.

აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან

სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად