შსს დავით გარეჯთან მომხდარ ინციდენტზე: მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ ინციდენტზე შსს-ში აცხადებენ, რომ ვითარება განმუხტულია.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის სამონასტო კომპლექსიის რამდენიმე კელიიდან ხატები გამოიტანეს, სასულიერო პირებს გადასცეს და უთხრეს რომ ეს არ იყო საქართველოს ტერიტოირია. რის შემდეგ ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის ინციდენტი მოხდა.

“საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა. ფაქტის შესწავლა დაწყებულია. მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა დროულად შევძლოთ შეთანხმების მიღწევა”. – განუცხადეს “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...