შსს: ბუკისციხის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი დაკავებისას ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, 1974 წელს დაბადებული გ.ე. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გ.ე. დაბა ჩოხატაურში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 1 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ამოიღო. ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გ.ე. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად