შსს: არჩილ თალაკვაძის საზღვრის კვეთაზე ინფორმაცია პერსონალურია და მისი ნებართვის გარეშე ვერ გავცემთ

დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სამაუწყებლო კომპანია “მთავარი არხი” და “ფორმულა” ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, “მთავარი” და “ფორმულა” გუშინ საზოგადოებას უმტკიცებდნენ, თითქოს  ვიმყოფები იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად

მისივე თქმით, სიუჟეტები ეთერში ისე გავიდა, რომ ინფორმაცია გადამოწმებული არ ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, “ფორმულა”-ს და “მთავარი არხი”-ს  ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულების შემდეგ, “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა, არჩილ თალაკვაძეს სოციალური ქსელით მიმართა: წუხელ, შემთხვევით ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად ხომ არ ჩამოფრინდით?!

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვქონდა მოლოდინი, რომ თავად არჩილ თალაკვაძე გასცემდა გიორგი კანდელაკის მიმართვას პასუხს და დადებდა ოფიციალურ საბუთს, იმის შესახებ, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადაუკევთავს, ბოლო რამდენიმე დღე, მაგრამ ასე არ მოხდა…

მიუხედავდ იმისა, რომ პირის საზღვირს კვეთის შესახებ ინფორმაცია, პერსონალური ინფრომაციაა, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, “აიპრესმა ” გადაწვიტა გაერკვია, გადაკვეთა თუ არა საქართველოს საჰაერო საზღვარი ბოლო 3 დღის განმავლობაში არჩილ თალაკვაძემ. თუმცა, შსს-ში გვითხრეს, რომ “ეს არის პერსონალური ინფორმაცია და მესამე პირს, მისი გატანა ან გააჯაროება არ შეუძლია,  პირის ნებართვის გარეშე”.

“აიპრესი” კანდელაკის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოს” პრესამსახურს დაუკავშირდა. როგორც კი მათგან მივიღებთ ინფორმაციას, მკითხველს გავაცნობთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად