შსს: 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩი პირდაპირ კავშირზე იყო, გერმანიის ელჩი იმყოფებოდა პარლამენტში

„გახსოვთ ყველას, რომ გერმანიის ელჩი იმ ღამეს პარლამენტში იმყოფებოდა და იქიდან კომენტარიც გააკეთა. რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, გარკვეული ინტერპრეტაციები მოჰყვა. დანარჩენი ელჩები მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ ხაზზე,” – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.

ნინო ჯავახაძის განცხადებით სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები უწყებასთან ოირდაპირ კავშირზე იმყოფებიდნენ:

„გახსოვთ ყველას, რომ გერმანიის ელჩი იმ ღამეს პარლამენტში იმყოფებოდა და იქიდან კომენტარიც გააკეთა. რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, გარკვეული ინტერპრეტაციები მოჰყვა. დანარჩენი ელჩები მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ ხაზზე. მე თავს შევიკავებ კონკრეტული ელჩების დასახელებისგან. მთელი ღამის განმავლობაში, განსაკუთრებით მას მერე, რაც სიტუაცია დაიძაბა და პარლამენტში შტურმი დაიწყო, რამდენიმე ქვეყნის ელჩი გყავდა პირდაპირ კავშირზე. გერმანიის ელჩი კი ვითარების დაძაბვის მომენტიდან იმყოფებოდა პარლამენტის შენობაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქვეყნის საელჩომ იმ ღამესვე, მდგომარეობის გართულების შემდგომ, გააკეთა შესაბამისი ღია განცხადება. ეგეც შეგვიძლია ამოვიღოთ და ვნახოთ,“ – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...