შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისთვის კონსულტანტთა ჯგუფი იქმნება

ჯანდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კონსულტანტთა ჯგუფი ყალიბდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ევროპელი ექსპერტების დახმარებით მოხდება კონსულტანტთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება შესაბამისი გამოცდილების მქონე ქვეყნებში.

სამინისტროში განმარტავენ, რომ შშმ პირთა დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის მიზანი შშმ პირთა შესაძლებლობების განსაზღვრა, დამსაქმებელთა მოძიება, შშმ პირთა შომითი მომზადება და სამუშაო გარემოსთან ადაპტაცია იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...