შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ 65 წლის კაცს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ 65 წლის ფრიდონ ქანთარიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ თამთა გახარიას შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო.

შეგახახსენებთ, რომ პოლიციამ მოსამართლის განჩინევის საფუძველზე 26 იანვარს, 1955 წელს დაბადებული 1 პირი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად