შს მინისტრმა დაღუპული ბექა მარგიშვილის ოჯახს ბინა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის – ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა. 

ვაზისუბანში მდებარე, კეთილმოწყობილი, ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ბექა მარგიშვილის ოჯახს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა. შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი მიმდინარე წლის 4 აპრილს, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ მომხდარი ინციდენტის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

შალვა აბულაძე თბილისში და ბორჯომში პოლიციელების მკვლელობის საქმეზეა ბრალდებული. აბულაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მთავრობა ბორჯომში დაღუპული პოლიციელისთვისაც გეგმავს ბინის გამოყოფას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...