შს მინისტრი: საკმარისი ძალა და რესურსი გვაქვს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩავატაროთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განმარტებით 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოცირება აღკვეთილი იქნება. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა. 

"ჩვენ უნდა შევძლოთ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება. რამდენიმე დღის წინ ყველამ მოისმინეთ პრემიერის დავალება, რომელიც ჩვენი მისამართით მოდიოდა. კონკრეტულად მე დამავალა. ორი დღის წინ გამოვეცი ბრძანება, რომელიც ერთგვარი ინსტრუქციაა, რომლის მიხედვითაც პოლიციელმა უნდა იმოქმედოს არჩევნების პერიოდში. ეს ბრძანება კონკრეტულად განსაზღვრავს ჩვენი პოლიციელების ფუნქციებს.

ნებისმიერი დესტაბილიზაციას, თუ მის მცდელობას ადეკვატური პასუხი გაეცემა და არ დავუშვებთ, რაიმე სახის შეხლა-შემოხლას. ჩვენ ამის მწარე გაკვეთილები გვაქვს და მაქსიმალურად მობილიზებული ვართ. გვაქვს საკმარისი ძალა და რესურსი იმისთვის, რომ არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში.

უწყებათაშორის კომისიაზე ჩვენ ისიც კი შევთავაზეთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ მოგვაწოდონ მოსახლეობასთან შეხვედრის გრაფიკი, რათა ჩვენ ვიდგეთ მათთან შორიახლოს და არ დავუშვათ პროვოცირება",- განაცხადა მღებრიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...