შს მინისტრი: საარჩევნო პერიოდში ყველა საქმეზე მკაცრი რეაგირება იქნება

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობასა და გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებენ. ალბათ, ვერ დამისახელებთ ერთ არჩევნებსაც, რომ არ ყოფილიყო ასეთი განცხადებები – თავდასხმა ხდება, არ იძიებს თითქოს პოლიცია, ხელისუფლებაა ჩართული და მმართველი ძალა.

ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ ფაქტს არ მოჰყვა რეაგირება, არ აღიძრა საქმე და შესაბამისად არ მოხდა გამოკითხვები, არ ჩაერთო პროკურატურა და შემდეგ სასამართლო, ვერც 2016, ვერც 2018 წლებში და ვერც ადრე. ხდება რეაგირება, რა თქმა უნდა, თუმცა სასამართლო როგორც შეაფასებს სამართლებრივად, ისე ხდება მათი დასჯა.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ყველა საქმეზე საარჩევნო პერიოდში იქნება მკაცრი რეაგირება. პირადი ცხოვრების გასაჯაროების შანტაჟს რაც შეეხება – ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ იტყვის, რომ ჩვენ რეაგირება არ მოვახდინეთ, არ გამოვკითხეთ. ეს არ არის მარტივი თემა, პროკურატურა არის ჩართული ჩვენთან ერთად და მაქსიმალურად გვინდა გამოვავლინოთ. ძალიან მძიმე თემაა, როცა ასე ემუქრებიან ან აშანტაჟებენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად