შს მინისტრი: ქვეყანაში მძიმე დანაშაულის რაოდენობა საგრძნობლად დაკლებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა, რომ სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში მძიმე დანაშაულის რაოდენობა საკმაოდ ნაკლებია. 

"როდესაც ადამიანის ძალადობრივ გარდაცვალებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, სტატისტიკის მოშველიება უადგილოა. ეს არის ტრაგედია არა მარტო გარდაცვლილის ოჯახის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ ეს გახმაურებული მვკლელობები ისე, როგორც სხვა დანაშაულებები ცხელ კვალზე გაიხსნა, რაც პოლიციის მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს. 

მე მინდა, ვთქვა, რომ თუ მაინცდამაინც სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, თუ მას გადავხედავთ არ მაძლევს ციფრები იმის თქის საშუალებას, ვთქვა, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია. პირიქით, ჩვენს ქვეყანაში მძიმე დანაშაულის რაოდენობა საგრძნობლად დაკლებულია. რა ციფრებიც არ უნდა გამოვაქვეყნოთ და რაც არ უნდა ვთქვათ, ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის გაყალებებული. მაინც საუბრობენ გაზრდილ კრიმინალზე",- განაცხადა მღებრიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად