შს მინისტრი: გუშინ პოლიციას ადეკვატური რეაგირება ჰქონდა, ფაქტზე საქმე აღიძრა, თუ დასაკავებელი იქნება, დააკავებენ ადამიანებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მცხეთასა და თბილისში გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მომხდარ ფაქტზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ორივე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

„დაპირისპირება მოხდა ორ ჯგუფს შორის, სამწუხაროდ. მოვუწოდეთ, რომ ჩაბრძანებულიყვნენ ქვევით, გაწეულიყვნენ ეს ადამიანები, თუმცა ამ
ადამიანებმა უარი განაცხადეს. პოლიციასთანაც იყო შეხლა-შემოხლა და ჭიდაობა.
საქმე აღიძრა, მუშაობენ”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს თბილისში, “ქართული ოცნების” ოფისთან მომხდარ ინციდენტზეც.

„ადგილიდან განარიდეს რამდენიმე ადამიანი, გაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე საქმე აღიძრა და მოხდება რეაგირება – თუ დასაკავებელი იქნება, დააკავებენ ადამიანებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Attachments area

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად