შს მინისტრი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, შემდეგ გამოჩნდება საით უნდა წავიდეს გამოძიება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტან გომელაურის თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმე რა მიმართულებით წავა, ეს ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

“ძალინ მძიმე შემთხვევაა. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ყველა ჩვენგანისთვის ძალინ მძიმე იყო. გამოძიების ირგვლივ ბევრს ვერ ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული.

რა თქმა უნდა ჩართული ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება. ველოდებით დასკვნას. რის შემდეგ გამოჩნდება საით უნდა წავიდეს გამოძიება.

დღეს რის საშუალებასაც გვაძლევს ფაქტები, ამ მიმართულებით წავედით. ყველა მათგანი, როგორც დაკავებულების ადვოკატები, ასევე დაზარალებული ოჯახის ადვოკატი, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. მეტს ვერ ვისაუბრებ”,  – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრებს ავრცელებს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად