შს მინისტრი გარდაცვლილი პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვას დაესწრო

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვას დაესწრო და ოჯახს მიუსამძიმრა.  გიორგი ბერუაშვილი შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა.

 

გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯები შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულად გაიღო. კანონის შესაბამისად, გარდაცვლილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის ოჯახი ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს, მისი ოჯახის წევრებზე მზრუნველობას კი შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

გიორგი ბერუაშვილი მიმდინარე წლის 6 თებერვალს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში გარდაიცვალა. მდგომარეობის სიმძიმის გამო საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა, თუმცა ექიმებმა პოლიციელის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს.

გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს ლიკანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის დასაკავებლად.

გიორგი ბერუაშვილი 2014 წლის 10 თებერვალს საპატიო ყარაულით დაკრძალეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად