შს მინისტრი: არ მინდა ომბუდსმენის ინსტიტუტი კრიმინალების

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მას არ სურს, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც სახალხო დამცველის ინსტიტუტია კრიმინალების "გამპრავებელ" ინსტიტუტად გადაიქცეს.

ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ომბუდსმენის განცხადებას.

"ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება. მას შეეძლო ამ ინფორმაციის ჩვენთან გადამოწმება და აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს მიიღებდა. უფრო მეტი დაკვირვება და სიფრთხილე გვჭირდება, როდესაც პოლიციელებთან მიმართებაში რაიმე განცხადებებს ვაკეთებთ.

მე არ მინდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, ასე ვთქვათ კრიმინალების გამპრავებელ კანტორად გადაიქცეს", – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად