შრომის მთავარმა ინსპექტორმა და ბიზნესომბუდსმენმა სპორტულ კომპლექსებთან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია განიხილეს

შრომის ინსპექციის სამსახური და ბიზნესომბუდსმენის აპარატი „მწვანე პასპორტის“ სქემაში ჩართულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებენ.

სპორტული კომპლექსებისა და ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლებთან,
ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განიხილეს მწვანე ზონებთან დაკავშირებით მიღებული წესები და კერძო სექტორს „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში გახორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.
“ვაგრძელებთ შეხვედრებს ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფციაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთან. დღეს შევხვდით სპორტული კომპლექსებისა და ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლებს. გავაცანით კოვიდ პასპორტებთან მიმართებით მათი ვალდებულებები. როგორც მოგეხსენებათ, 1 დეკემბრიდან განსაზღვრულ სექტორებში მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესვლა ნებადართული. ვიმსჯელეთ იმ მექანიზმებზე, რომლითაც 1 დეკემბრიდან შრომის ინსპექცია, სხვადასხვა მაკონტროლებელ უწყებებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოახდენს საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული რეგულაციების აღსრულებაზე მონიტორინგს.“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.
საინფორმაციო სახის შეხვედრები დაგეგმილია „მწვანე პასპორტის“ სქემაში ჩართულ სხვა ბიზნეს სექტორთანაც.

კომენტარები
იტვირთება...