“შრომის კოდექსში” ცვლილებების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი ხვალ კენჭს უყრის

“შრომის კოდექსის” ცვლილებებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გაიმართება დღეს პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა  კომიტეტში. დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით შემუშავებულ კანონპროექტს უკვე ხვალ რიგგარეშე სესიაზე კენჭი უნდა უყარონ.

ანალოგიური პროცედურა ჯერ კიდევ 2 კვირის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა საკითხი დამატებითი განხილვის მიზეზით გადაიდო. კანონპროექტის მიზნად დასაქმებულთა უფლებებისა და დამსაქმებლის მხრიდან ექსპლუატაციისგან დაცვა სახელდება.

“ინიციატივა გულისხმობს ფართომასშტაბიან რეფორმას შრომის უფლებების დაცვის კუთხით, ასევე შრომის ინსპექციის ფორმირებას. პირველ რიგში ანტიდისკრიმნაციული ღონისძიებების გაძლიერება, სამუშაო დროსი რეგულირება, სტაჟირების მექანიზმების დამკვიდრება. პაკეტში ასევე არის წარმოდგენილი შრომის ინსპექციის შექმნის კანონი, რომელიც შექმნის ძალიან ძლიერ, დამოუკიდებელ შრომის ინსპექციას დ აუზურუნველყოფს, რომ ეს კანონი იქნება აღსრულებადი”,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებში გაწერილია 40 საათიანი სამუშაო დრო, ცვლილებაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაში და დარეგულირებულია სტაჟირების დრო. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად