შრი-ლანკაში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად, 35 უცხოელი დაიღუპა

შრი-ლანკაში ტაძრებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად, 35 უცხოელი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა The telegraph ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა შორის არიან ამერიკელები, ბრიტანელები და ჰოლანდიელები.

ქვეყანაში დღეს რვა აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. ასევე დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

ჯერჯერობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...