შრი-ლანკაში დღეს მეშვიდე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

შრი-ლანკაში ერთი დღის განმავლობაში მეშვიდე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აფეთქება დედაქალაქის მახლობლად მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ზოოპარკში ამოქმედდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შრი-ლანკაში სასტუმროებსა და ტაძრებში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 185-მდე გაიზარდა.

დღეს, შრი-ლანკაში ექვსი აფეთქება მოხდა, სამი მათგანი სასტუმროში და სამი ტაძარში. ჯერჯერობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...