შრი-ლანკაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 160-მდე გაიზარდა

შრი-ლანკაში სასტუმროებსა და ტაძრებში განხორციელებული თავდასხმების სერიის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 160-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტეელარხი News 1st ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 360-ზე მეტი ადამიანი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებებს 50 ადამიანი ემსხვერპლა და 280 დაშავდა.

შრი-ლანკაში ექვსი აფეთქება მოხდა: სამი ტაძარში და სამი სასტუმროში. თავდასხმები კოლომბოსა და ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში განხორციელდა.

აფეთქებების დეტალები ამ დროისთვის დგინდება. ქვეყნის ხელისუფლება შექმნილი ვითარების გამო, საგანგებო სხდომას მართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...