შპს „სანდასუფთავება“ მოუწოდებს როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო სექტორს, დარეგისტრირდნენ დასუფთავების მოსაკრებლის აბონენტად

შპს „სანდასუფთავების“ მოსაკრებლის ადმინისტრირების სამსახური ახორციელებს რეგულარულ მონიტორინგს ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა-დავალიანების დაზუსტების მიზნით. ასევე, მიმდინარეობს სეზონური ტიპის ობიექტების აღრიცხვიანობა.

შპს „სანდასუფთავება“ მოუწოდებს როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო სექტორს, დარეგისტრირდნენ დასუფთავების მოსაკრებლის აბონენტად. ასევე, მათ ფართში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ყოველთვიურად დარიცხული დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობაზე, აუცილებლად მიმართონ შპს „სანდასუფთავების“ მოსაკრებლის ადმინისტრირების სამსახურს შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ივ. ჯავახიშვილის ქ.N55, ტელ: (0422) 24-70-20, Email: das.mosakrebelibatumi@gmail.com

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად