შოტლანდიის მთავრობის ყოფილი მეთაური სექსუალური შევიწროების საქმეზე დააკავეს

შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ალექს სალმონდი დააკავეს,-ინფორმაციას გამოცემა Evening Standard-ი პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხუთშაბათს, 24 იანვარს, პოლიტიკოსი ედინბურგში სასამართლოს წინაშე წარდგება. “შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 64 წლის მამაკაცი დააკავეს და ბრალი წაუყენეს, მოხსენება საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა”, – აცხადებენ პოლიციაში.

სააგენტო AFP-ი პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სალმონდი სექსუალური შევიწროების გამოძიების ფარგლებში დააკავეს. STV News- ის მონაცემებით, პოლიტიკოსი 23 იანვარს დააკავეს, მაგრამ ამჟამად პატიმრობაში არ იმყოფება.

გასულ წელს, სალმონდი ადმინისტრაციის ორი თანამშრომლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

სავარაუდოდ, ინციდენტები 2013 წელს მოხდა, როდესაც ის შოტლანდიის მთავრობას ხელმძღვანელობდა, მაგრამ საჩივრები მხოლოდ იანვარში შეიტანეს. პოლიტიკოსმა აღნიშნულ ბრალდებებს სასაცილო უწოდა და კაბინეტს უჩივლა. 2019 წლის იანვრის დასაწყისში მთავრობამ აღიარა, რომ უკანონოდ მოქმედებდა და საკუთარი წესები დაარღვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად