შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერი: Brexit- ის შესახებ ახალი შეთანხმება ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება

შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერი იან ბლექფორდი აცხადებს, რომ Brexit- ის შესახებ განახლებული ხელშეკრულება შოტლანდიის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

”მას (ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი-“აიპრესი”) და მის თანამოაზრეებს შოტლანდია არ აინტერესებთ”,-დასძინა ბლექსფორდმა თემთა პალატაში საუბრისას.

”პრემიერმინისტრმა ნათლად აჩვენა, რომ მას შოტლანდიის ეროვნულ პარტიასთან ან შოტლანდიის მთავრობასთან რაიმე სახის სერიოზული მსჯელობა არ სურს”, – დასძინა მან.

ბლექსფორდმა განმარტა: ”ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ მანდატს, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებას ითვალისწინებს, ასევე ერთიანი ბაზრის შენარჩუნებას, საბაჟო კავშირს, ან უბრალოდ ევროკავშირთან დარჩენას”.

მან მხარი დაუჭირა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის მოსაზრებას. ბლექსფორდმა განახლებულ გარიგებას იმაზე “უარესი” უწოდა, ვიდრე ყოფილი პრემიერის ტერეზა მეის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულება იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად