შოტლანდიის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა სექსუალურ ძალადობაზე ბრალდებები უარყო

 შოტლანდიის ყოფილმა პირველმა მინისტრმა და ტელეარხ RT-ის ეთერში პოლიტიკური შოუს  წამყვანმა ალექს სალმონდმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი, ბრალდებები უარყო. მის განცხადებას ტელეარხი RT ავრცელებს.

“თავიდანვე ვამბობდი და კვლავ ვამტკიცებ, რომ არასდროს ვყოფილვარ  რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული.  შოტლანდიის სასამართლო სისტემის სრულად მჯერა, -აღნიშნა სალმონდმა.

როგორც ტელეარხი განმარტავს, მას სულ 14 ბრალდება წაუყენეს, მათგან ცხრა – სექსუალურ შეურაცხყოფას ეხება, ორი  გაუპატიურების მცდელობას.

24 იანვარს, გამოცემა  Evening Standard-ი პროკურატურაზე დაყრდნობით წერდა, რომ შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ალექს სალმონდი დააკავეს.

გასულ წელს, სალმონდი ადმინისტრაციის ორი თანამშრომლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

სავარაუდოდ, ინციდენტები 2013 წელს მოხდა, როდესაც ის შოტლანდიის მთავრობას ხელმძღვანელობდა, მაგრამ საჩივრები მხოლოდ იანვარში შეიტანეს. პოლიტიკოსმა აღნიშნულ ბრალდებებს სასაცილო უწოდა და კაბინეტს უჩივლა. 2019 წლის იანვრის დასაწყისში მთავრობამ აღიარა, რომ უკანონოდ მოქმედებდა და საკუთარი წესები დაარღვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად