შოტლანდიაში გამართულ აუქციონზე ცხვარი ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდა

შოტლანდიაში გამართულ აუქციონზე ცხვარში 367500 ფუნტი სტერლინგი (492 450 დოლარი) გადაიხადეს

შოტლანდიაში, ლანარკშირის საგრაფოს საქონლის აუქციონზე ტექსელის ჯიშის მამალი ცხვარი, მეტსახელად ორმაგი ბრილიანტი (Double Diamond), რეკორდულ ფასად გაიყიდა.

ცხვრის საწყისი ფასი 10 500 ფუნტი სტერლინგი იყო, მაგრამ შეძენის მსურველ კორპორაციათა შორის გაჩაღებული შეჯიბრის შედეგად სწრაფად გაიზარდა და საბოლოოდ, სამი მყიდველის მიერ შექმნილმა ამხანაგობამ ჩეშირელი ჩარლ ბოდენის ოჯახის მიერ აუქციონზე გაყვანილ Double Diamond-ში 367 500 სტერლინგი გადაიხადა.

დღემდე რეკორდულად ითვლებოდა 2009 წლის აგვისტოში ლანარკში გამართულ აუქციონზე 8 თვის ტექსელის ჯიშის ვერძში გადახდილი თანხა – 231000 სტერლინგი.

ხუთშაბათს გამართულ აუქციონზე საწყის 10 500 სტერლინგზე მეტი 19 ცხვარში გადაიხადეს. Double Diamond-ის შემდეგი ყველაზე ძვირი ცხვრის ფასი 68 250 სტერლინგი იყო.

ბრიტანელ ფერმერთა შორის ჰოლანდიის კუნძულ ტექსელიდან წარმომავალი ტექსელის ჯიშის ცხვარი ხორცის მაღალი ხარისხის გამოა პოპულარული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად