შოტლანდია-საქართველოს რაგბის მატჩზე დასასწრებად, სანდრო დათიშვილი თელავიდან შოტლანდიისკენ ველოსიპედით მოგზაურობს

თელაველი, 25 წლის სანდრო დათიშვილი საქართველოდან შოტლანდიისკენ ველოსიპედით მოგზაურობს, მიზანი შოტლანდია-საქართველოს რაგბის მატჩზე დასწრებაა.

ახალგაზრდა მოგზაურობის პარალელურად, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყნების თავისებურებების, ტრადიციების შესახებ საინტერესო პოსტებს აქვეყნებს.

“სიმბოლურად, დამაგვირგვინებელი აკორდი იქნება 7 სექტემბერს გასამართი სარაგბო მატჩი,შოტლანდია-საქართველო.
თუმცა, თვითონ ამ გზით მოგზაურობის გადაწყვეტილების მიღების მიზანი და მოტივაცია უფრო ღრმაა. ბოლომდე მგონია, რომ კარგ რამეს ვაკეთებ როგორც საკუთარი შინაგანი, პიროვნული და კულტურული განვითარებისთვის, ისევე ჩემი მეგობრებისთვის, გარემოცვისთვის და ალბათ, ქვეყნისთვის. ცოტა ალბათ განერვიულებთ, ვისთვისაც სულ ერთი არ ვარ ამ 3 თვის განმავლობაში, მაგრამ თქვენი თანადგომის და გამხნევების დიდი იმედი მაქვს”,- აცხადებს სანდრო დათიშვილი.

ახალგაზრდა მოგზაური დანიშნულების ადგილს დაახლოებით 40 დღეში მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...