შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქალებისთვის ჰიგიენური საშუალებები უფასო იქნება

შოტლანდიაში დაამტკიცეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალებისთვის ჰიგიენური საშუალებები უფასო იქნება.

შესაბამისს კანონპროექტს მხარი, ქვეყნის პარლამენტის უკლებლივ ყველა, 112-ვე დეპუტატმა დაუჭირა. ამგვარად, შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი გადაწყვტილება მიიღო.

კანონპროექტის მიხედვით, ქალის ჰიგიენური საშუალებები საზოგადოებრივ ცენტრებში, აფთიაქებსა და ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში უფასოდ დარიგდება. კანონპროექტის ავტორი შოტლანდიელი პარლამენტარი მონიკა ლენონია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად