შოთაძე: პრეზიდენტის სიძეზე შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

ქვეყნის მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრზე შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება მაქიმალურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და როგორც მან ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა, შესაძლებლობისთანავე საზოგადოებას დეტალებს გააცნობს.

"ამ ეტაპზე დაკითხულები არიან მინდია გოგოჭური და მისი მეგობრები, რომელთა მიმართაც ჩატარდა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები,საქმე ეხება პირად ჩხრეკებსა და ბინის ჩხრეკას, რაზეც ჩვენთან მიმდინარეობს ყველა სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, რათა პასუხი გაეცეს იმ კითხვას რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი სხვა არასამართლებრივი მიზნებისთვის ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. 

არასამართლებრივ მიზნებში ვგულისხმობ იმას რაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლებელი არის ეს საგამოძიებო მოქმედებები ემსახურებოდა თანამდებობის პირებზე ზეწოლას… ჩვენ შესაბამისად ვამოწმებთ, ადამიანების უფლებების დარღვევას და ვინმეს მხრიდან უფლებამოსილებების გადამეტების ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი.

ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ყველა საგამოძიებო მოქმედებებს მაქსიმალურად სწრაფად ამოვწურავთ და გამოძიების დასრულებისთანავე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას", – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად